ტრენინგები უცხო ენებში
დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ უცხო ენების შესწავლის შემდეგ კურსებს:
საქმიანი ინგლისური ენის კურსი (Business English Upper Intermediate)
ბიზნეს ინგლისურის კურსები მათთვის, ვისაც სურთ ინგლისური ენის კარიერული მიზნებისთვის გამოყენება.
ბიზნეს ინგლისურის კურსები გამიზნულია ენის იმ შემსწავლელთათვის, რომელთაც მიზნად აქვთ დასახული ინგლისური ენის გამოყენება სამუშაო ადგილზე, რაც გულისხმობს წერითი, მოსმენის და საუბრის უნარების განვითარებას.
კურსი აგებულია "Financial Times"-ის გამოცემის "Market Leader"-ის მიხედვით და მოიცავს პროფესიული კომუნიკაციისა და ბიზნესის აქტუალური საკითხების ყველა ძირითად ასპექტს:
საქმიანი ინგლისური ენა;
"Financial Times"-ის სტატიები და პრაქტიკული სავარჯიშოები;
ოფიციალური და საქმიანი მიმოწერა;
ყიდვა-გაყიდვა, მარკეტინგი და ადამიანური რესურსები.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: (https://goo.gl/forms/iPaPl2sNHORaaJYH3)
სპარსული ენის შემსწავლელი კურსი დამწყებთათვის
კურსი აგებულია თანამედროვე ადგილზე სწავლების პრაქტიკული მიდგომით და მოიცავს კომუნიკაციისა და ცხოვრებისეული საკითხების ყველა ძირითად ასპექტს.
კურსი უზრუნველყოფილია აუდიო, საკითხავი და სავარჯიშო მასალებით. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ნაკლებ საშინაო დავალებებზე და ახალი მასალის ადგილზე ათვისებაზე აუდიო და ვიდეო მასალებით.
კურსი მოიცავს იმ თემატიკასა და ენობრივ სტრუქტურებს, რაც თანამედროვე ენაში ყველაზე ხშირად გამოიყენება.
თემატიკა:
- სასაუბრო სპარსული ენა;
- სხვადასხვა შემეცნებითი ვიდეოები, ფილმები და აუდიოვიზუალური რესურსი;
- ოფიციალური და საქმიანი მიმოწერა;
სასწავლო ჯგუფში მსმენელთა რიცხვი არის 4-დან 8-მდე.
- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში 2 ჯერ 90 წუთი (საათნახევარი);
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი
კურსის ღირებულებაა 1 თვე 110 ლარი, ჯამურად: 330 ლარი. შესაძლებელია თანხის სამ ეტაპად გადახდა.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს:
https://forms.gle/6HRdkfRUmAwnPmVh6
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, Microsoft Teams-ის გამოყენებით.
სამედიცინო ინგლისურის ონლაინ ტრენინგი
სრულად ონლაინ ინგლისური ენის კურსი და B2 დონის სერტიფიკატით!
ხართ ექიმი, რეზიდენტი ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი? და გსურს თავდაჯერებულად ისაუბრო სამედიცინო ინგლისურით?
ჩვენი პროგრამა ფოკუსირებულია სპეციფიკურ სამედიცინო ტერმინოლოგიასა და პროფესიულ კომუნიკაციაზე.
კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სჭირდება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება სამუშაოსთვის, სწავლისთვის ან საერთაშორისო პროგრამებისთვის.
მიღწეული შედეგები:
-
B2 დონის სერტიფიკატი: სამედიცინო ინგლისურის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
-
100% ონლაინ ფორმატი: იდეალურია გადატვირთული მორიგეობებისა და სამუშაო გრაფიკის მქონე პირებისთვის;
-
მოქნილი დრო: ისწავლეთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, ნებისმიერი ადგილიდან;
-
კარიერული ზრდა: მოემზადეთ საერთაშორისო კონფერენციებისთვის, სტაჟირებებისა და უცხოური ლიცენზირების გამოცდებისთვის.
ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა:
-
ანამნეზი და დიაგნოსტიკა: სამედიცინო ისტორია, არსებული ჩივილები და დიაგნოზის დასმის პროცესი.
-
ტრავმატოლოგია და რევმატოლოგია: სხვადასხვა სახის დაზიანებები,ტრავმები და რევმატოიდული ართრიტი.
-
კარდიოლოგია და ჰემატოლოგია: სისხლის მიმოქცევის საკითხები და გულის სიმპტომატიკა.
-
რესპირატორული სისტემა: ხველა და ასთმა.
-
შინაგანი ორგანოები და ენდოკრინოლოგია: დიარეა, ცისტიტი და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება (თირეოიდიზმი).
-
სპეციალიზებული სფეროები: თავის ტკივილი, ხალების შესწავლა და სტომატოლოგია.
როგორ ხდება სერტიფიკატის აღება?
ტრენინგის გავლის შემდეგ აბარებთ ონლაინ ტესტს, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში იღებთ B2 დონის სერტიფიკატს OET (Occupational English Test) სტანდარტის შესაბამისად, სხვა შემთხვევაში კი დასწრების სერტიფიკატს.
დარეგისტრირდი ახლავე: https://forms.gle/QXGpTzqUx6agjqwn8