თურქული ენა
ანბანი, გრამატიკა და მორფოლოგიის საბაზისო წესები თარგმანში
თურქულ ენაზე თარგმნა, რომელიც გულისხმობს, როგორც ქართულიდან თურქულად, ასევე თურქულიდან ქართულად თარგმანს და ნოტარიულ დამოწმებას „დელტას მთარგმნელობით ჯგუფში“ ხორციელდება პროფესიონალი თურქული ენის სპეციალისტების მიერ, რომლებიც ფლობენ როგორც საექსპერტო ლინგვისტურ ცოდნას, ასევე შესაბამის დარგობრივ ტერმინოლოგიას (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური და სხვა ტექსტებისათვის).
თარგმნის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
- დოკუმენტის მიღება და ანალიზი — განისაზღვრება ტექსტის ტიპი, სირთულე და შესრულების ვადები.
- თარგმნა პროფესიონალი თურქული ენის მთარგმნელის მიერ — თითოეული ტექსტი მუშავდება მნიშვნელობისა და სტილის სიზუსტის დაცვით.
- რედაქტირება და ტერმინოლოგიური შემოწმება — სპეციალისტები ამოწმებენ ტექსტის ერთიანობას და შესაბამისობას საწყის დოკუმენტთან.
- დამკვეთისთვის გადაცემა საბოლოო ფორმით — როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური ფორმით (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიული დამოწმებითაც).
„დელტას მთარგმნელობით ჯგუფი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხს, სიზუსტესა და კონფიდენციალურობას ყველა თურქულენოვან პროექტში.

ანბანი და საფუძვლები
თურქულ ენაში არის 29 ბგერა-ასო და 2 ნიშანი. იწერება იმდენი ასო, რამდენი ბგერაც არის. ნიშნებია “^” სიგრძისა და სილბოს ნიშანი (აქსანი) და “ ' ”აპოსტროფი (გამყოფი).

გარდა მოცემული 29 ასოსი, ევროპული ენებიდან შემოსულ საკუთარ სახელებსა და სამეცნიერო ტერმინებში გადმოაქვთ ორიგინალში არსებული ისეთი ასოები, რომელიც თურქულ ენაში არ არის. ესენია: q, w, x.
“^” სიბრძისა და სილბოს ნიშანი (აქსანი)
აქსანი ახლავს სამ ხმოვანს – â, û, î
â და û იხმარება ორ შემთხვევაში:
- ^ აგრძელებს ხმოვანს და არბილებს g, k, I თანხმოვნებს.
მაგ., dükkân - დუქანი, gâvur - უცხო, hîtfen - გეთაყვა და სხვ.
- ორი ერთნაირი დაწერილობის სიტყვის ერთმანეთისგან გასარჩევად.
მაგ., alem - ალამი / âlem - ქვეყანა.
aşık - პატარა ძვალი / âşık - შეყვარებული და ა.შ.
î -ზე დაბოლოებული სიტყვები არაბული წარმოშობის მიმართებითი ზედსართავი სახელებია, î გრძლად გამოითქმის.
მაგ., edebî - მხატვრული, insanî - ადამიანური და ა.შ.
“ ' ” აპოსტროფი (გამყოფი)
თურქულ ენაში აპოსტროფს იყენებენ 2 შემთხვევაში:
- არაბული ენიდან ნასესხებ სიტყვებში „აინის“ნაცვლად.
მაგ., mes'ut - ბედნიერი, meb'us - დეპუტატი და ა.შ.
- საკუთარი და გეოგრაფიული სახელებიდან აფიქსების გამოსაყოფად.
მაგ., Tiflis'li - თბილისელი, Istanbul'da - სტამბოლში და ა.შ.
სინჰარმონიზმი
თურქული ენა მორფოლოგიური წყობის მიხედვით ე.წ. აგლუტინაციური ენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სიტყვათწარმოქმნა და სიტყვათცვალებადობა ხდება ამოსავალი სიტყვის ფუძეზე (სახელზე ან ზმნაზე) სუფიქსების დართვით. თურქული ენა სუფიქსების ენაა.
ამოსავალ ფუძეს სუფიქსები (სემანტიკური შეთავსებადობის საფუძველზე) მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით ერთვის – უფრო კონკრეტული მნიშვნელობის მქონე სუფიქსებიდან უფრო ზოგადი მნიშვნელობის მქონე სუფიქსებისკენ, მარცხნიდან მარჯვნივ.
თურქულ ენაში ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე სუფიქსი ორი და მეტი გრაფიკული, ხმოვნითი და თანხმოვნითი ვარიანტის სახით გვხვდება. ამის გამო, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, აუცილებელია სუფიქსის სათანადო ვარიანტის სწორი შერჩევა ფუძისეული ბოლოდან პირველი ან ბოლოკიდური ხმოვნისა და ბოლოკიდური თანხმოვნის, ასევე, სუფიქსისეული თავკიდური თანხმოვნისა და ხმოვნის ფონეტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამას თანხმოვანთა და ხმოვანთა ჰარმონიის წესი ანუ სინჰარმონიზმი ეწოდება.
ხმოვანთა ჰარმონია
თურქული ხმოვნების ჩვენთვის უკვე ცნობილი სამსაფეხურიანი კლასიფიკაციის შესაბამისად ფუძესა და სუფიქსს შორის ხმოვანთა ჰარმონიის წესის დაცვა მკაცრად არის განსაზღვრული. სუფიქსის ვარიანტის არჩევისას მოქმედებაში შედის სამივე ეს ნიშანი. ამოსავალია ფუძისეული ბოლოდან პირველი ხმოვანი (მათ შორის ბოლოკიდური ხმოვანი). ამის შესაბამისად, აირჩევა სუფიქსისეული ვარიანტი (რბილთან რბილი, მაგართან მაგარი და ა.შ.). სხვა ნიშნების მიხედვით ხმოვანთა ჰარმონია დამოკიდებულია აგრეთვე სუფიქსების სათანადო ხმოვნითი ვარიანტის არსებობაზე.
თანხმოვანთა ჰარმონია
თანხმოვანთა ჰარმონია აუცილებლად გულისხმობს ხმოვანთა ჰარმონიის დაცვას: სუფიქსი შეიძლება იწყებოდეს ხმოვანზე, ნარნარა თანხმოვანზე, მჟღერ ან ყრუ თანხმოვანზე. ყრუ თანხმოვნით დაწყებული სუფიქსი ერთვის მხოლოდ ყრუ თანხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვას ხმოვანთა ჰარმონიის აუცილებელი დაცვით (სუფიქსის ხმოვნითი ვარიანტის სწორი შერჩევით).
თურქული სიტყვის აგებულება
თურქულ ენაში თურქული წარმოშობის სიტყვების გარდა მრავლადაა ნასესხები სიტყვები არაბულიდან, სპარსულიდან, ფრანგულიდან, ბერძნულიდან, იტალიურიდან.
ლექსიკონში ჩვეულებრივ მითითებულია წარმომავლობა. უცხო ენიდან ნასესხებ ნაწარმოებ სიტყვაში, რომელიც ლექსიკონში შეგვხვდა, ე.წ. ხმოვანთა და თანხმოვანთა ჰარმონია, რასაკვირველია, მოსალოდნელი არ არის, რამდენადაც ის უცხოა გამსესხებელი ენისათვის. თურქული წარმოების ნაწარმოებ სიტყვებში (სახელიდან ნაწარმოები სახელები, სახელიდან ნაწარმოები ზმნები, კომპოზიტი სახელები) ყველგან დაცულია სინჰარმონიზმი. ამ სიტყვების შემდგომი გავრცობა, როგორც ზემოთ ითქვა, სინჰარმონიზმის წესების დაცვით ხდება.
ამ დებულების საილუსტრაციოდ ყველაზე თვალსაჩინო მასალას შეიცავს სახელიდან ნაწარმოები სახელები:
- -lı, -li, -lu, -lü სადაურობის მაწარმოებელი სუფიქსები.
მაგ., Ankara-lı ანკარელი, Istanbul-lu სტამბოლელი,
köy-lü სოფლელი და სხვ.
- ა) -cı, -ci, -cu, -cü ბ) -çı, çi, çu, çü საქმიანობის გამომხატველი სუფიქსები (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით).
მაგ., kundura-cı - მეწაღე, isçi - მუშა,
bakıcı - ზედამხედველი და სხვ.
ფონეტიკური მოვლენები სიტყვისა და სუფიქსის მიჯნაზე
ბოლოკიდური ყრუ-ხშული თანხმოვნების გამჟღერება
თურქულ ენაში სიტყვის ერთი ნაწილი ყრუ თანხმოვნებზე ბოლოვდება: ip -თოკი, üç - სამი, saç - თმა, at - ცხენი, ot - ბალახი, და სხვ. ყრუ p. ç. t. k თანხმოვნებზე დამთავრებულ სიტყვებში ხმოვნით დაწყებული სუფიქსის დართვისას ეს უკანასკნელი მჟღერდება და ყრუს ჩაენაცვლება სათანადო მჟღერი: p>b, ç>c, t>d, k>g ან ğ.
მაგ., dip > dibi მისი ფსკერი, ağaç > ağacı მისი ხე,
uç > ucu მისი ბოლო, yurt > yurdu მისი სამშობლო.
გამონაკლისია ერთმარცვლიანი სიტყვების მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელში
ბოლოკიდური ყრუ-ხშული არ მჟღერდება.
მაგ., kaç > kaça რამდენი, üç > üçü სამი, suç > suçu დანაშაული, ak > aki თეთრი, ek > eki
სუფიქსი, ok > oku ისარი, kök > kökü ფესვი, at > atı ცხენი, of > otu ბალახი, süt sütü // südü რძე.
-nk ბგერათა კომპლექსზე დამთავრებულ სიტყვებში ხმოვნის დართვის შემდეგ k ყრუ
თანხმოვანი მჟღერდება და გადადის g-ში.
მაგ., denk > dengi წონასწორობა, çelenk > çelengi გვირგვინი, kepenk > kepengi დარაბა, ahenk > ahengi ჰარმონია, frank > frangi ფრანკი, rent > rengi ფერი.
გამონაკლისია ზოგი ახლად ნასესხები სიტყვა, რომელშიც ბოლოკიდური ყრუ-ხშული არ მჟღერდება.
მაგ., bank - სკამი, tank - ტანკი.
ყველა დანარჩენ შემთხევაში თანხმოვანი გადადის ğ-ში. მაგ., bilezik > bileziği სამაჯური, tutsak > tutsaği პატიმარი და სხვ.
დიდი და პატარა ასოების ხმარება
დიდი ასოთი იწერება:
- საკუთარი სახელები;
- აბზაცი იწყება დიდი ასოთი;
- წერტილის, კითხვის და ძახილის ნიშნის შემდეგ;
- სტრიქონის პირველი ასო ლექსებში;
- მიმართვა წერილებსა და ოფიციალურ მიმოწერაში;
- აბრები: თუ აბრა რამდენიმე სიტყვიანია, მაშინ მხოლოდ პირველი, თუ აბრა ციფრით იწყება, ციფრი დიდი შრიფტით, დანარჩენი სიტყვები პატარა ასოთი;
- ორი წერტილის შემდეგ სხვისი ნათქვამის სრული გადმოცემისას – პირველი სიტყვა; თუ სხვისი ნათქვამიდან მხოლოდ ნაწყვეტია მოტანილი – პატარა ასოთი;
- მეცნიერების სფეროში ნახმარი ტერმინები;
- წიგნისა და ნაწარმოების სახელწოდების პირველი ასოები.
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 46 40 46
ან გვეწვიეთ ოფისში - მის: თბილისი, ბათუმის ქუჩა 3ა.