თარგმნის ფასები
წერილობითი და ზეპირი თარგმნის ტარიფები
გაინტერესებთ, რა ღირს თარგმანი და როგორ განისაზღვრება თარგმნის ფასი? დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით მომსახურებას, რომელიც მოიცავს წერილობით, ზეპირ, სინქრონულ და თანმიმდევრულ თარგმანს სხვადასხვა ენაზე. ჩვენ გვესმის, რომ თითოეული დოკუმენტი, პროექტი თუ საქმიანი შეხვედრა განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს, ამიტომ მომსახურების ღირებულება განისაზღვრება სამუშაოს სპეციფიკისა და მოცულობის გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი თარგმანი, გამჭვირვალე სატარიფო პოლიტიკა და პროფესიონალური მომსახურება. თუ ეძებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია თარგმნის ფასი საქართველოში, აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ძირითად სატარიფო მიმართულებებს და შეარჩიოთ თქვენი საჭიროებისთვის შესაბამისი მომსახურება.
თარგმნის ფასები დელტას მთარგმნელობით ჯგუფში დამოკიდებულია ენობრივ წყვილზე, დოკუმენტის ტიპსა და სირთულეზე, მოცულობასა და შესრულების ვადაზე. ვთარგმნით ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე, როგორც ქართულიდან უცხო ენაზე, ისე უცხო ენიდან ქართულზე. ყველაზე მოთხოვნადი ენების თარგმანი უფრო ხელმისაწვდომ ფასად სრულდება, იშვიათი ენების თარგმნა, მაგალითად ივრითზე ან პოლონურზე, კი მეტ დროსა და სპეციალიზებულ მთარგმნელს მოითხოვს, ამიტომ ფასიც შეიძლება განსხვავდებოდეს. ცალკე ფასდება იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტების თარგმანი, ასევე სასწრაფო შეკვეთები და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. თარგმნის ზუსტი ფასის გასაგებად გამოგვიგზავნეთ თქვენი დოკუმენტი და მალე მიიღებთ შეთავაზებას ფასსა და ვადაზე.
როგორ განისაზვრება თარგმნის ფასი?
თარგმნის ფასი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველა ტექსტი ერთნაირ სამუშაოს არ მოითხოვს: ზოგ შემთხვევაში საკმარისია სტანდარტული წერილობითი თარგმანი, სხვა შემთხვევაში კი საჭიროა დარგობრივი ცოდნა, სპეციალიზებული ტერმინოლოგიის გამოყენება და დამატებითი სიზუსტე.
თარგმანის ღირებულებაზე გავლენას ახდენს:
- თარგმნის ენა – ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს ენობრივი წყვილისა და კონკრეტული ენის სპეციფიკის მიხედვით.
- ტექსტის მოცულობა – დოკუმენტის სიტყვების რაოდენობა ან გვერდების მოცულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.
- ტექსტის სირთულე – იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური და ფინანსური ტექსტები ხშირად სპეციალიზებულ ცოდნას მოითხოვს.
- თარგმნის ვადა – გადაუდებელი შეკვეთების შესრულება შესაძლოა განსხვავებულ სატარიფო პირობებს უკავშირდებოდეს.
- მომსახურების ტიპი – წერილობითი, ზეპირი, სინქრონული და თანმიმდევრული თარგმანი განსხვავებულ სამუშაო პროცესს მოიცავს.
სწორედ ამიტომ, კონკრეტული შეკვეთის შემთხვევაში თარგმნის ფასი ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, რათა მომხმარებელმა წინასწარ მიიღოს მის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება.
დოკუმენტების თარგმნის ფასი
წერილობითი თარგმანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მთარგმნელობითი მომსახურებაა. ის მოიცავს სხვადასხვა სახის დოკუმენტისა და ტექსტის თარგმნას, მათ შორის ოფიციალურ, იურიდიულ, ტექნიკურ, სამედიცინო, აკადემიურ და კომერციულ მასალებს.
წერილობითი თარგმნის ფასი დამოკიდებულია ტექსტის მოცულობაზე, ენობრივ წყვილზე და დარგობრივ სირთულეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური სიზუსტე, რადგან ზოგიერთ დოკუმენტში ერთი სიტყვის არასწორმა თარგმანმაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები გამოიწვიოს.
ჩვენი გუნდი მუშაობს სხვადასხვა ტიპის ტექსტზე და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ორიგინალის შინაარსის, სტილისა და ტერმინოლოგიის სწორად გადმოცემას.
პირადი და ოფიციალური დოკუმენტების თარგმნა ხშირად დაკავშირებულია მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თუ საქმიან გადაწყვეტილებებთან. მაგალითად, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველს შეიძლება დასჭირდეს დიპლომის, ნიშნების ფურცლისა და სხვა აკადემიური დოკუმენტების თარგმნა. დასაქმებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს შრომითი ხელშეკრულების ან სერტიფიკატის თარგმანი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობისა თუ სხვა ადმინისტრაციული პროცედურებისთვის – სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტი.
ამ შემთხვევაში დოკუმენტის თარგმნის ფასი დამოკიდებულია დოკუმენტის ტიპზე, ენაზე, მოცულობასა და დამატებითი მომსახურების საჭიროებაზე.
მრავალჯერადი დაკვეთის შემთხვევაში, იურიდიული პირებისათვის შესაძლებელია გრძელვადიანი ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც საშუალებას გვაძლევს საშუალო საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად ეფექტიანი ფასები შემოგთავაზოთ. ამასთან, იურიდიული პირებისათვის ხდება მთარგმნელობითი მეხსიერების ფორმირება, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ:

- ფასდაკლება და ბიუჯეტის დაზოგვა: ისეთ დოკუმენტში, რომელშიც 10 გვერდზე მეტია ჩვეულებრივ, განმეორებადი სეგმენტების წილი 15-დან 17%-მდე შეადგენს. განმეორებად სეგმენტებზე სტანდარტულზე გაცილებით დაბალ ტარიფს ან სრულ ფასდაკლებას გთავაზობთ.
- ტერმინოლოგიური ერთგვაროვნება: ერთი და იგივე ფრაზა მთელ დოკუმენტში ითარგმნება ზუსტად ერთნაირად, რაც გამორიცხავს სტილისტურ ან ტერმინოლოგიურ სხვაობებს. ამასთან, წლების მანძილზე თქვენთვის ფორმირებული მთარგმნელობითი მეხსიერება თქვენი პროცესის ლინგვისტური უწყვეტობის საფუძველს გთავაზობთ.
- შესრულების მაღალი სიჩქარე: მთარგმნელს აღარ უწევს ერთი და იმავე ტექსტის ხელახლა თარგმნა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის ჩაბარების დროს.
დელტა გთავაზობთ სხვადასხვა ოფიციალური და პირადი დოკუმენტის თარგმნას, მათ შორის:
- დაბადების, ქორწინებისა და სხვა სამოქალაქო აქტების დოკუმენტებს;
- დიპლომებსა და აკადემიურ ცნობებს;
- პასპორტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
- იურიდიულ დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებს;
- ფინანსურ და საბანკო დოკუმენტებს - ფინანსური ანგარიშგება, მმართველობითი ანგარიშგება, წლიური ანგარიში;
- სამედიცინო ცნობებსა და დასკვნებს (ფორმა 100, MRT, სისხლის ზოგადი ანალიზი და ა.შ.;
- კომპანიის სადამფუძნებლო (სარეგისტრაციო) და კორპორაციულ დოკუმენტაციას.
- საინჟინრო და ტექნიკური დოკუმენტაცია: არქიტექტურული გეგმები, მოცულობათა უწყისები, ხართაღრიცხვები, გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი და ა.შ.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი მომსახურების, მათ შორის სანოტარო დამოწმების საკითხის განხილვაც. დეტალური ინფორმაცია ტარიფებთან დაკავშირებით იხილეთ ცხრილის სახით:
თარგმნის ფასი - 1 სიტყვა (ლარში)

|
ენა – ფასი (ლარი) |
ენა – ფასი (ლარი) |
ენა – ფასი (ლარი) |
ენა – ფასი (ლარი) |
|
ქართულ-ინგლისური – 0.09 |
თურქული – 0.09 |
იაპონური – 0.13 |
უზბეკური – 0.20 |
|
ინგლისურ-ქართული – 0.08 |
სომხური – 0.09 |
პორტუგალიური – 0.18 |
სლოვენიური – 0.25 |
|
ინგლისურ-რუსული – 0.10 |
აზერბაიჯანული – 0.09 |
ბერძნული – 0.18 |
კატალონიური – 0.25 |
|
რუსულ-ინგლისური – 0.10 |
უკრაინული – 0.10 |
პოლონური – 0.18 |
სლოვაკური – 0.23 |
|
რუსული – 0.08 |
ჩეხური – 0.20 |
ლატვიური – 0.15 |
ქურთული – 0.18 |
|
გერმანული – 0.10 |
სპარსული – 0.13 |
ლიტვური – 0.20 |
ებრაული – 0.15 |
|
ესპანური – 0.10 |
არაბული – 0.18 |
ბულგარული – 0.15 |
ბანგლადეშური – 0.25 |
|
ფრანგული – 0.10 |
ინდური – 0.18 |
სკანდინავიური – 0.18 |
უნგრული – 0.40 |
|
იტალიური – 0.10 |
ჩინური – 0.18 |
ჰოლანდიური – 0.15 |
* რედაქტირების, ლოკალიზაციისა და უცხოური გამოცდილების ანალიტიკური ანალიზის სერვისების ღირებულება დინდება ინდივიდუალური კონსულტაციით;
ზეპირი და სინქრონული თარგმნის ფასი
ყველა კომუნიკაცია წერილობით დოკუმენტს არ უკავშირდება. საერთაშორისო კონფერენციები, საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ტრენინგები და სხვადასხვა ოფიციალური ღონისძიება ხშირად პროფესიონალი თარჯიმნის ჩართულობას მოითხოვს. ზეპირი თარგმნის ფასი დამოკიდებულია ღონისძიების ხანგრძლივობაზე, თემატიკაზე, ენებზე, თარჯიმნის ჩართულობის ფორმატსა და სამუშაო პირობებზე.
დელტა გთავაზობთ:
- თანმიმდევრულ თარგმანს – როდესაც მომხსენებელი საუბრობს გარკვეული მონაკვეთებით, ხოლო თარჯიმანი ინფორმაციას მსმენელს გადასცემს;
- სინქრონულ თარგმანს – როდესაც თარგმანი მომხსენებლის საუბრის პარალელურად ხორციელდება;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თარგმანს;
- ღონისძიებებისა და კონფერენციების თარგმნით მომსახურებას.
|
ენა: |
სინქრონული თარგმნის ღირებულება: |
ზეპირი თარგმნის ღირებულება: |
|
ინგლისური რუსული გერმანული ფრანგული |
119 $-ის ეკვივალენტი ლარში 98 $-ის ეკვივალენტი ლარში 98 ევროს ეკვივალენტი ლარში 100 ევროს ეკვივალენტი ლარში |
100 ლარი 90 ლარი 150 ლარი 150 ლარი |
თუ გსურთ წინასწარ დაგეგმოთ ღონისძიების ბიუჯეტი, სასურველია მოგვაწოდოთ ინფორმაცია თარიღის, ხანგრძლივობის, ენებისა და ღონისძიების ფორმატის შესახებ.
წარმოიდგინეთ, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში, სასამართლოში ან სახელმწიფო უწყებაში. დოკუმენტის თარგმანი მხოლოდ სიტყვების სხვა ენაზე გადატანა არ არის – მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს გადმოცემული ყველა დეტალი, ტერმინი და შინაარსობრივი ნიუანსი.
სწორედ ასეთ დროს იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურება.
დელტას გუნდის მიზანია, თითოეულ შეკვეთას პასუხისმგებლობითა და ინდივიდუალური მიდგომით მოეკიდოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მომსახურების თარგმნის ფასი, არამედ საბოლოო შედეგის ხარისხი, სიზუსტე და მომხმარებლის ნდობა.
ნოტარიული დამოწმების ფასები
დელტას მთარგმნელობით ჯგუფში შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც დოკუმენტის თარგმნა, ისე ნოტარიულად დამოწმება ერთ სივრცეში, ამიტომ თარგმნისა და ნოტარიულად დამოწმების ფასი სრულად გასაგებია და ცალკეული ეტაპების მოძიება აღარ გიწევთ. ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი საჭიროა მაშინ, როცა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სახელმწიფო უწყებაში, სასამართლოში, საელჩოში, უნივერსიტეტში ან სხვა ოფიციალურ ორგანოში. პროცესი მარტივია: ჯერ თარგმანს ასრულებს მთარგმნელი, შემდეგ ნოტარიუსი ადასტურებს მთარგმნელის ხელმოწერის ავთენტურობას. თუ გაინტერესებთ, რა ღირს ნოტარიუსთან თარგმნა, ფასი ორი ნაწილისგან შედგება: თარგმანის ღირებულებისგან, რომელიც დამოკიდებულია ენაზე, დოკუმენტის ტიპსა და მოცულობაზე, და ნოტარიული დამოწმების საფასურისგან. თარგმნა ნოტარიული დამოწმებით ფასი იმიტომაც განსხვავდება შეკვეთების მიხედვით, რომ თარგმანის ფასი ცვალებადია, ნოტარიული დამოწმების ფასი კი სტანდარტულია და იგი განსაზღვრულია განკარგულებით, იხილეთ დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე. ნოტარიულად დამოწმების ფასისა და თარგმანის საერთო ღირებულების გასაგებად გამოგვიგზავნეთ თქვენი დოკუმენტი და მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას ფასსა და შესრულების ვადაზე.
სტანდარტული დოკუმენტების თარგმნის ფასები
ისეთი სტანდარტული დოკუმენტების, როგორიცაა ატესტატი, პასპორტი ან დაბადების მოწმობა, მათი თარგმნის ფასი იწყება შემდეგი თანხიდან: ინგლისურ და რუსულ ენებზე 20 ლარიდან, ფრანგულ და გერმანულ ენებზე 30 ლარიდან, ხოლო არაბულ და სპარსულ ენებზე 40 ლარიდან. საბუთების თარგმნის ფასი დოკუმენტის სირთულის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. სხვა ენებზე, მათ შორის ესპანურზე, ჰინდიზე, ებრაულზე, პოლონურზე, ჰოლანდიურზე და სხვა მიმართულებებზე, თარგმანის ფასი მოცემულია ფასების ცხრილში.
როგორ მივიღო ინფორმაცია თარგმნის ფასების შესახებ?
თუ უკვე გაქვთ დოკუმენტი ან ტექსტი, რომლის თარგმნაც გსურთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მასალა და მიუთითოთ სასურველი ენა.
ჩვენი გუნდი გაეცნობა შეკვეთას, შეაფასებს მის მოცულობასა და სირთულეს და მოგაწვდით ინფორმაციას მომსახურების ღირებულებისა და შესრულების ვადის შესახებ.
იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს თარგმნის ფასი, სასურველია მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
- რა ენიდან რომელ ენაზე გსურთ თარგმნა?
- რა ტიპის დოკუმენტს ან ტექსტს ეხება შეკვეთა?
- რა მოცულობისაა მასალა?
- რა ვადაში გჭირდებათ თარგმანი?
- გჭირდებათ თუ არა დამატებითი მომსახურება, მაგალითად, ნოტარიული დამოწმება?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ ინფორმაცია თქვენი შეკვეთის შესაბამისი თარგმნის ღირებულების შესახებ.
(დაკლიკეთ აქ)
- ელ-ფოსტა: info@delta.org.ge
- ტელეფონი: 032 2 83 03 63, +995 557 114 372, +995 598 46 40 46
- ოფისი: თბილისი, ბათუმის ქუჩა 3ა (იხ. Google Map)
- იხილეთ ჩვენი დამკვეთების შეფასებები.